აღმოაჩინე GWM
გლობალური გამოცდილება - ახლა უკვე საქართველოში
GWM მრავალწლიანი საერთაშორისო გამოცდილებითა და ინოვაციით საქართველოს ბაზარზე ახალ სიტყვას ამბობს. ბრენდი წარმოდგენილია 170-ზე მეტ ქვეყანაში და მილიონობით მომხმარებელს მართვის უნიკალურ გამოცდილებას სთავაზობს. დღეს GWM გრძელვადიანი ხედვით, მრავალწლიანი გამოცდილებითა და ტექნოლოგიური შესაძლებლობებით საქართველოშია წარმოდგენილი.
რატომ GWM? რადგან ჩვენთვის მთავარი ყოველთვის ავტომობილია.
1990 წლიდან ერთი მიზანი გვამოძრავებს - გავაფართოოთ ის საზღვრები, რასაც ავტომობილი შეიძლება წარმოადგენდეს, არ დავკმაყოფილდეთ არსებული სტანდარტით და მუდმივად ვეძებოთ უკეთესი გადაწყვეტა. ამ შეუპოვრობამ გვაქცია ბრენდად, რომელიც ქმნის ფუნქციურად და ინოვაციურად დაპროექტებულ ავტომობილებს - თითოეული მოდელი ინჟინერულად გააზრებულია მომხმარებლის საჭიროებისთვის. ჩვენ ვქმნით ავტომობილებს, რომელიც თანამედროვე ადამიანის ცხოვრების სტილს შეესაბამება - ინოვაციურად და შთამაგონებლად.
/// GWM CORE
ბრენდის პოზიციონირება
ცხოვრების სტილი · არჩევანი · გლობალური ტექნოლოგია
ავტომობილი ნებისმიერი ცხოვრების სტილისთვის: სედანი, SUV, პიკაპი, სატვირთო, RV - თითოეული შთაგონებული ახლის აღმოჩენის სურვილით.
დიდი არჩევანი: ბენზინი, ჰიბრიდი, plug-in ჰიბრიდი, სრულად ელექტრო და ინოვაციური წყალბადის ენერგია - არჩევანი შენზეა.
გლობალური ტექნოლოგია: ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული გლობალური ტექნოლოგია. კვლევიდან ტესტირებამდე - ყველაფერს ვქმნით იმისთვის, რომ ავტომობილი პასუხობდეს ადგილობრივი მომხმარებლის საჭიროებებს.
/// GWM VISION
ბრენდის ღირებულება
ავთენტურობა · საქმის ერთგულება · ინოვაცია
ბრენდის ღირებულება: ინოვაციური ტექნოლოგიები · უსაზღვრო შესაძლებლობები · ნებისმიერი ცხოვრების სტილისთვის
ბრენდის მისია: ტექნოლოგია-გზაზე უკეთესი გამოცდილებისთვის. ჩვენ ვზრუნავთ სირთულეებზე, რათა თქვენ ისიამოვნოთ სიმარტივით.
ბრენდის ხედვა: ჭკვიანი, მძლავრი და ინოვაციური - უკვე მზად მომავლისთვის.
წარმატებისკენ სწრაფვა
შექმნილი თქვენთვის
ჩვენი მომავალი მდგრადი განვითარებაა
წარმატებისკენ სწრაფვა
ყოველთვის გვჯერა, რომ უკეთესის შექმნა შეგვიძლია. ინოვაციითა და უკომპრომისო ხარისხით ვაძლიერებთ ჩვენს პოზიციას გლობალურ ავტოინდუსტრიაში, ხოლო ადგილობრივ ბაზრებზე მუდმივად ლიდერობისკენ ვისწრაფვით.
აქ არ ვჩერდებით - ჩვენი მიზანია წლიურად 4 მილიონი ავტომობილის გაყიდვა მსოფლიოს მასშტაბით და გლობალურ ავტოინდუსტრიაში ლიდერ ბრენდებს შორის ადგილის დამკვიდრება.
შექმნილი თქვენთვის
მიზანმიმართულობის პრინციპზე დაყრდნობით, ჩვენ ვქმნით ავტომობილებს მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომით. ჩვენ კარგად გვესმის, რომ თითოეული ავტომობილი ადამიანის ცხოვრებაში ერთზე მეტ როლს ასრულებს.
ჩვენი მომავალი მდგრადი განვითარებაა
პლანეტისა და თავად GWM-ის მდგრადი განვითარება გულისხმობს მოწინავე ტექნოლოგიების დანერგვასა და განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებისკენ სწრაფვას.
გლობალური ამბიცია. ლოკალური მისია.
გლობალური ამბიცია.
ადგილობრივი მისია.
ჩვენი მიზანია, ავტომობილის ფლობა გახდეს მარტივი, გამჭვირვალე და გონივრული პროცესი. GWM როგორც გლობალური ბრენდი, მუდმივად აფართოებს შესაძლებლობებს ტექნოლოგიის, უსაფრთხოების სისტემებისა და ინოვაციის მიმართულებით, ხოლო საქართველოში ჩვენი ამოცანაა ეს გამოცდილება მოვარგოთ ადგილობრივ რეალობას - შენს რეალურ საჭიროებებსა და მოლოდინებს.
ვნერგავთ სრულად გამჭვირვალე პროცესებს შერჩევიდან და შეძენიდან - ავტომობილის ყოველდღიურ ფლობამდე. თითოეულ ეტაპზე ბრენდის მთავარი პრიორიტეტი არის მომხმარებელი, სწორედ ამიტომ ვამარტივებთ შეძენის პროცესს, ვქმნით ფლობის ხელმისაწვდომ და საიმედო პირობებს, გთავაზობთ გამჭვირვალე ფინანსურ მოდელებს და უმაღლესი ხარისხის სერვისს.
მოქნილი Buy Back პროგრამა, მარტივი Trade-in, კონკურენტული სერვის პაკეტები და წინასწარ განსაზღვრული პირობები საშუალებას გაძლევს, აკონტროლო შენი გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში. ავტომობილის შეძენა უნდა იყოს უსაფრთხო, გამართლებული და თავდაჯერებული ნაბიჯი - და სწორედ ასეთ გამოცდილებას ვქმნით დღეს საქართველოში.
GWM - გლობალური ტექნოლოგიური ბრენდი
GWM არის გლობალური ტექნოლოგიური ბრენდი, რომლის საქმიანობაც მოიცავს ავტომობილებისა და მათი კომპონენტების დიზაინს, კვლევასა და განვითარებას (R&D), წარმოებას, გაყიდვებსა და სერვისს. მის პორტფელში შედის HAVAL, ORA, POER, TANK, P300 და P500.
ბრენდი ორიენტირებულია ოფროუდ შესაძლებლობებზე, ინოვაციურ ტექნოლოგიებსა და გლობალურ განვითარებაზე – ამ პრინციპებით GWM ქმნის ტექნოლოგიებზე დაფუძნებული გადაადგილების ეკოსისტემას.
GWM ავითარებს ჭკვიანი მართვის სისტემებს, თანამედროვე ციფრულ სალონსა და გაუმჯობესებულ სავალ ნაწილს.
მაღალტექნოლოგიური 4×4 ჰიბრიდული სისტემა უზრუნველყოფს მართვის ეფექტურ გამოცდილებას, მეტ გავლილ მანძილსა და უსაფრთხო გადაადგილებას.
GWM ქმნის ერთ მთლიან ტექნოლოგიურ ციკლს – ენერგოეფექტურ ეკოსისტემას, რომელიც აერთიანებს მზის ენერგიას, ენერგიის შენახვის სისტემებსა და ავტომობილის ენერგომომარაგებას.
გლობალურად GWM აფართოებს კვლევის, წარმოებისა და სერვისის შესაძლებლობებს. ის ქმნის ავტომობილების სრულ პორტფელს ნებისმიერი ცხოვრების სტილისა და ძრავის ტიპისთვის.
GWM-ს აქვს საწარმოო ბაზები მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ემსახურება 15 მილიონზე მეტ მომხმარებელს „ეკოსისტემაზე დაფუძნებული გლობალიზაციის“ სტრატეგიით.
GWM აგრძელებს ბრენდის მისიის ერთგულებას – „ტექნოლოგია – გზაზე უკეთესი გამოცდილებისთვის“. გლობალურ პარტნიორებთან ერთად, გრძელვადიანი ხედვითა და ავტოსფეროს სიყვარულით – კომპანია ქმნის პროდუქტებსა და სერვისებს უკეთესი ცხოვრებისთვის.
ბრენდის ისტორია
ბრენდის ისტორია
ჰებეის პროვინციის ქალაქ ბაოდინგში დაფუძნებული GWM დღეს ჩინეთის ერთ-ერთი წამყვანი მწარმოებელია ხელმისაწვდომი SUV-ებისა და პიკაპების მიმართულებით. ბოლო წლებში კომპანიამ მნიშვნელოვნად გააფართოვა პორტფელი და შექმნა ელექტრიფიცირებული მოდელების შთამბეჭდავი ხაზი, ეს მოიცავს ჰიბრიდულ SUV-ებსა და კომპანიის პირველ სრულად ელექტრო ავტომობილს.
საერთაშორისო მასშტაბით GWM იყო ერთ-ერთი პირველი ჩინური ავტოინდუსტრიული კომპანია, რომელიც გავიდა გლობალურ ბაზარზე. დღეს კომპანია ავტომობილებს ექსპორტზე აგზავნის მსოფლიოს 170-ზე მეტ ქვეყანაში და ფლობს 700-ზე მეტ დილერულ ცენტრს მსოფლიოს მასშტაბით.
გაეცანი კომპანიის განვითარების მნიშვნელოვან ეტაპებსა და ძირითად მიღწევებს.
GWM გლობალიზაცია
განვითარების სრულიად ახალი ეტაპი · ეპოქის დასაწყისი
დაარსდა ბრენდი - GWM
გამოვიდა პირველი პიკაპი „Deer“, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა 27-წლიან ლიდერობას (1998–2025) ჩინეთის პიკაპების ბაზარზე.
GWM-მა პირველად განახორციელა ავტომობილების ექსპორტი და გახდა პირველი ჩინური ავტოკომპანია, რომელმაც მანქანები საზღვრებს გარეთ გაიყვანა.
GWM-მა საზღვარგარეთ დაიწყო საწარმოო მიმართულების განვითარება.
იტალიაში GWM HAVAL-ის მასშტაბურმა გაყიდვებმა ევროკავშირში ჩინური ბრენდების ექსპორტის ახალი რეკორდი დაამყარა.
გამოვიდა Haval H6 - ჯამურმა გაყიდვებმა მსოფლიოს მასშტაბით 4 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
დაარსდა შვილობილი კომპანიები ავსტრალიაში, ევრაზიასა და სამხრეთ აფრიკაში.
GWM HAVAL შევიდა ავსტრალიის, სამხრეთ აფრიკის, ევრაზიის, ჩილეს, ეკვადორის, საუდის არაბეთისა და სხვა ბაზრებზე.
შეიქმნა ქვებრენდი GWM WEY, რომელიც სტრატეგიული ნაბიჯი იყო პრემიუმ სეგმენტში დასამკვიდრებლად.
GWM HAVAL-ის ჯამურმა გაყიდვებმა 5 მილიონ ერთეულს გადააჭარბა.
შეიძინა GM-ის ქარხანა ტაილანდში. დაიწყო ევრაზიული ძრავის ქარხნის მშენებლობა. ასევე შეიძინა MOTUS-ის ქარხანა გერმანიაში.
ბაზარზე გამოჩნდა GWM Tank 300 და იმავე წელს TANK გახდა GWM-ის მეხუთე ბრენდი.
ბრაზილიაში, სან-პაულოს შტატში გაიმართა GWM-ის ქარხნის გადაცემისა და სტრატეგიული პრეზენტაციის ცერემონია.
კომპანიამ წარადგინა გლობალური განვითარების სტრატეგია „ONE GWM“ - ბრენდის საერთაშორისო პოზიციის გასამყარებლად და მდგრადი ეკოსისტემის შესაქმნელად.
წარადგინა Hi4 ტექნოლოგია - ინოვაციური ენერგიის ოფროუდ ტექნოლოგიის ახალი სტანდარტი.
დაიწყო GWM SOUO მოტოციკლის წარმოება, რომელიც აღჭურვილია მსოფლიოში ერთადერთი ჰორიზონტალურად განლაგებული 8-ცილინდრიანი ძრავით.
წარადგინა ბრენდის ღირებულებების სისტემა. ბრენდის მისიით - „ტექნოლოგია - გზაზე უკეთესი გამოცდილებისთვის’’
ინდუსტრიის ლიდერი ტექნოლოგია
ტექნოლოგია ყველაფრის ფუნდამენტია, რასაც ვქმნით. ამ მიდგომას განსაზღვრავს ბრენდის გრძელვადიანი ინვესტიცია კვლევასა და განვითარებაში - იმისთვის, რომ გავზარდოთ ეფექტიანობა, დავიკავოთ მოწინავე პოზიცია ინდუსტრიაში და შევქმნათ ინოვაცია ბაზარზე.
მსოფლიოს მასშტაბით GWM ფლობს კვლევით ცენტრებს ბაოდინგში, პეკინში, შანხაიში, აშშ-ში, გერმანიაში, იაპონიაში, კანადაში, სამხრეთ კორეაში, ავსტრიასა და ინდოეთში. თითოეული მათგანი კონკრეტულ მიმართულებაზეა ორიენტირებული, მათ შორის:
- ახალი ენერგიის ტექნოლოგიები
- მართვის ავტომატიზებული სისტემები
- ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინი
- ციფრული და ქსელური კავშირი
- პროტოტიპებისა და სატესტო წარმოება
- ინჟინერული მოდელირება
- მონაცემებზე დაფუძნებული განვითარება
GWM-მა შექმნა მასშტაბური სატესტო პოლიგონი - 45 კმ-ზე მეტი სიგრძით, რომელიც მოიცავს მაღალსიჩქარიან ტრასას, აღმართების სატესტო მონაკვეთს, ურბანულ სივრცესა და მანევრირების ტრასას. 7-კილომეტრიანი ტრასა და 47°-მდე დახრილობა უზრუნველყოფს ექსტრემალურ ტესტირებას რეალურ პირობებში. 240 კმ/სთ-მდე ტესტირების შესაძლებლობა ამ ტრასას ჩინეთში ლიდერ პოზიციაზე აყენებს მაღალსიჩქარიანი ტესტირების მიმართულებით.
მიღწევები და საერთაშორისო აღიარება
დიზაინის, ინჟინერიის, 4WD შესაძლებლობებისა და ფასი/ხარისხის ოპტიმალური ბალანსისთვის, GWM წლების განმავლობაში საერთაშორისო აღიარებასა და ჯილდოებს იღებს.
GWM
2019
2019 წელს GWM შევიდა Forbes-ის „მსოფლიოს 2,000 უმსხვილესი საჯარო კომპანიის" სიაში.
2018
2018 წელს GWM-მა პირველი ადგილი დაიკავა „Top 100 Most Valuable Auto Brands"-ში, ბრენდის ღირებულებით 36.047 მილიარდი იუანი.
GWM Pick Up
2016
GWM Pick-up- ახალი ზელანდიის ავტორიტეტული გამოცემის მიერ - ტოპ 5 კოლექციურ ავტომობილში მოხვდა.
2012
2012 წელს გაიმარჯვა ირანის 4WD რალის ჩემპიონატში.
2009
2009 წელს Great Wall pick-up ყველაზე გაყიდვადი მოდელი მავრიკიში
2008
Great Wall pick-up მსოფლიოს ტოპ 3 პიკაპს შორის.
HAVAL
2020 / 2021
საუდის არაბეთის საერთაშორისო ავტოშოუზე HAVAL დასახელდა ყველაზე სწრაფად მზარდ SUV ბრენდად.
2019
2019 - HAVAL - Gold Award სამხრეთ აფრიკაში. HAVAL დასახელდა BrandZ-ის ტოპ 100 ჩინურ ბრენდს შორის.
HAVAL H6
2020 / 2021
HAVAL H6-მა ჩილეში მოიპოვა Effie Awards. საუდის საერთაშორისო ავტოშოუზე HAVAL H6 დასახელდა წლის ყველაზე გაყიდვად კომპაქტურ SUV-ად.
2019
ჩილეს საუკეთესო SUV. HAVAL H6 ავსტრალიაში დასახელდა „ყველაზე ღირებულ SUV“-ად.
2018
MTONLINE-ის 2019 წლის კონკურსში All New HAVAL H6-მა მოიპოვა „Best SUV Model“ ჯილდო.
2017
ავსტრალიის ყველაზე ღირებული SUV.
2017
ავსტრალიის ყველაზე ღირებული SUV. Guangzhou Auto Show - ყველაზე გაყიდვადი SUV.
2013
2013 წელს GWM H6 პერუში, Potencia Pura-ს ყოველწლიურ დაჯილდოებაზე დასახელდა როგორც ,,საუკეთესო SUV ჩინეთში“.